სახალხო თავისუფლების პარტიის ლიდერი ბორის ნემცოვი რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან შეხვედრაზე დაპატიჟეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"გუშინ გვიან საღამოს მივიღე დაპატიჟება ტელეფონით. ჩვენი შეხვედრა ორშაბათს, 16:00 საათზე უნდა გაიმართოს", _ აცხადებს ნემცოვი.
კითხვაზე, თუ რა პრობლემების დაყენებას აპირებს ის ქვეყნის პრეზიდენტთან ურთიერთობისას, ნემცოვმა განაცხადა: მიმაჩნია, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, წავუყენოთ პრეზიდენტს ბოლოტნი მოედნის, იაკიმანკისა და სახაროვის პროსპექტის მოთხოვნები.
"ასევე ვაპირებ, წინ წამოვწიო პოლიტპატიმრების საკითხი. გარდა ამისა, აუცილებლობად მიმაჩნია პოლიტიკური რეფორმის ჩატარება, კერძოდ, შეზღუდვის შემოღება ერთი ადამიანისათვის, რომ მას მხოლოდ ერთხელ შეეძლოს გახდეს პრეზიდენტი", _ აცხადებს ბორის ნემცოვი.