ხვალ, 17 თებერვალს, 17:00 საათზე, თიბისი გალერეაში ქართველ მხატვართა კარიკატურების გამოფენა გაიხსნება.
ავტორები: ჯემალ ლოლუა, ვახტანგ კუცია, მურთაზ აბაშიძე, გიგლა ფირცხალავა, სანდრო ერისთავი.
ნახატები წლების განმავლობაში ჟურნალისთვის „ნიანგი" იქმნებოდა.
კოლექცია წარმოდგენილი იქნება მწერალ თემურ გძელიძის პირადი კოლექციიდან.
გამოფენა გაგრძელდება 22 თებერვლამდე.