ბაქოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისადმი მიძღვნილი რუსული ფილმის "აგვისტო. რვა"-ს ჩვენება ჩაიშალა. კინოფილმის ჩვენება კინოთეატრ "Park Cinema"-ში იგეგმებოდა, თუმცა მოქალაქეთა ნაწილის მიერ ფილმის შემქმნელების "საქართველოს წინააღმდეგ ომის გამართლებაში" დადანაშაულების შემდეგ, კინოთეატრმა თავის გეგმებს გადახედა.
ფილმის პრემიერა კინოთეატრში 21 თებერვლისათვის იყო დანიშნული. ფილმი რუსმა რეჟისორმა ჯანიკ ფაზიევმა სამამულო კინემატოგრაფიის სოციალ-ეკონომიკური ფონდის მხარდაჭერით გადაიღო.
ფილმი პოზიცირდება, როგორც სიყვარულის ისტორია, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე ვითარდება.
რუსეთში ფილმის ჩვენება 23 თებერვალს იწყება.
კინოფილმის ჩვენების მოწინააღმდეგე ჯგუფმა კინოთეატრის ადმინისტრაციას მიმართა და განაცხადა, რომ ამ ფილმის ჩვენება არ შეიძლება. მათ გაავლეს პარალელი საქართველოსა (რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს თავის ნაწილად მიიჩმნევს, როდეთს კი ოკუპანტად) და აზერბაიჯანს (რომელსაც აქვს ანალოგიური პოზიცია მთიან ყარაბაღსა და სომხეთის მიმართ) შორის.
ფილმის მოწინააღმდეგეები ასევე აცხადებდნენ, რომ ეს ფილმი ამართლებს 2008 წლის რუსეთის ომს საქართველოს წინააღმდეგ, ამართლებს საქართველოს ოკუპაციას და სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ჰეგემონობას.
შედეგად, ადმინისტრაციამ დათმო. "Park Cinema"-ს განცხადება, რომელშიც ამ პროტესტის მხარდაჭერაა გამოთქმული გამოცემა "Vesti.az"- მა გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ფილმი "აგვისტო. რვა" კინოთეატრის ყველა სარეკლამო მატარებლიდან მოხსნილია. ამავე დროს, ადმინისტრაციამ ასევე განაცხადა, რომ ფილმის დახურულ ჩვენებას მედიისათვის გეგმავს დისკუსიის მიზნით. ფილმი კინოგაქირავებიდან მოხსნილია.