ჯონდი ბაღათურია არ გამორიცხავს, რომ პერზიდენტმა გადაწყვიტა პარლამენტის თავმჯდომარე გახდეს. მისი თქმით, აშშ-ის პრზიენტთან ბარაკ ობამასთან შეხვედრის დროს, შესაძლებელია, სააკაშვილმა მკაცრი გარფრხილება მიღო სამომავლოდ პრემიერად დანიშვნასთან დაკავშირებით და ამიტომ გადაწყვიტა იგი პარლამენტის თავმჯდომარე გახდეს.
"არ გამოვრიცხავ, რომ მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის სათავეში ვიხილოთ", - აცხადებს ბაღათურია.
როგორც ბაღათურიამ განმარტა, ამის ფიქრის საშუალებას ისიც იძლევა, რომ არასამთავრობო ორგანზიაცია "ახალი თაობა ახალი ინიციატივა" მჭიდროდ არის დაკავშირებული მმართველ ძალასთან.
"მათი მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოში საპარლამენტო არჩევნების თარიღის გადმოწევასთან დაკავშირებით სარჩელის შეტანა მაფიქრებინებს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს გრძელვადიან პოლიტიკურ პროცესებში ნერვებმა უმტყუნა, ამიტომ საპარლამენტო არჩევნების მაისისი თვეში დანიშვნა რეალურია", - აცხადებს ბაღათურია და არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებას სურვილი ჰქონდეს საპრეზიდენტო და საპარალმენტო არჩევნების თარიღი დაამთხვიოს.