საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ცვლილებები კონსტიტუციაში არა 2010 წელს, არამედ 2006 წელს განხორცილდა.
2010 წელს განახლებულ კონსტიტუციაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ვადებთან დაკავშირებით ცვილილებები 2006 წლის 27 დეკემბერს არის შესული, რომელიც შემდგომ უცვლელად იქნა ახლა კონსტიტუციაში გადატანილი.
კერძოდ კი, 2006 წელს მიღებული გადაწყვეწეტილბის თანახმად, პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ტარდება პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა.
რაც შეეხება პარლამენტის მორიგ არჩევნებს, იგი ტარდება პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა. (27.12.2006 N4133)
აღსანიშნავია, რომ ცვლილებების განხორცილდებამდე საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები არჩევის მე-5 წლის აპრილის თვეში უნდა ჩატარებულიყო, ხოლო პარლამენტის მორიგი არჩევნები მისი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არა უგვიანეს 15 დღისა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნების მიმდინარე წლის მაისში ჩატარების მოთხოვნით, დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა" წარადგენს.
კერძოდ, არჩევნების შემოდგომაზე ჩატარების შემთხვევაში მოქმედ პარლამენტს მუშაობის ვადა 6 თვით ეზრდება და 4 წლის ნაცვლად 4 წელი 6 თვე გამოსდის.