დიდთოვლობამ და ძლიერმა ყინვებმა რომში კოლიზეუმი დააზიანა. როგორც ადგილობრივი მედიასაშუალებები იუწყებიან, კოლიზეუმის კედლების ნაწილი ჩამოიშალა. აღნიშნულმა ინციდენტმა კოლიზეუმის დაკეტვა გამოიწვია, რამაც ათასობით ტურისტი იმედგაცრუებული დატოვა. რომის ერთ-ერთ ყველაზე ისტორიულ ღირსშესანიშნაობაზე ამჟამად სპეციალური კომისია მუშაობს, რომელიც ცდილობს დაადგინოს თუ რა ზარალი მიადგა კოლიზეუმს. როგორც "სი-ენ-ენთან" საუბრისას კოლიზეუმის არქოლოგმა როსელა რეამ განაცხადა, ყველაზე მეტად დაზიანდა მეორე დონის თაღები.
"უიქენდზე ტურისტების ნაწილმა ვერ გაიგო თუ რატომ არ შეიძლებოდა კოლიზეუმის დათვალიერება. ეს განსაკუთრებით ეხებათ ჩრდილოეთის ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებს, რომლებმაც არ იციან როგორია ყინვა და ცუდი ამინდი. მაგრამ, ჩვენთვის ეს საკითხი მნიშვნელოვანია, რადგან იმ შემთხვევაში თუ კედლის დაშლა გაგრძელდებოდა, იქიდან ჩამოყრილი ბეტონი და აგური ტურისტებს საფრთხეს შეუქმნიდა", - განაცხადა რეამ.
იტალიის კულტურული მემკვიდრეობის სამინისტროს პრესსპიკერის კრისტიანო ბრუგიტას თქმით, დაზიანებები გამოიწვია კედლებზე ყინულების წარმოქმნამ.