დღეს, 16 თებერვალს, 19:00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში თანამედროვე მუსიკის ანსამბლი Convergense კონცერტს გამართავს.
"ახალგაზრდა ქართველი, სომეხი და შვეიცარიელი მუსიკოსები თანამედროვე ნაწარმოებებს შეასრულებენ, რომლებიც საზოგადოებისთვის ჯერჯერობით ნაკლებადაა ცნობილი. მონაწილეობენ ნათია მდინარაძე (ვიოლინო), ნინო შამუგია (ვიოლინო), ლილიტ მხიტარიანი (ალტი), ლევონ არაქელიანი (ჩელო), გიორგი ქვლივიძე (კონტრაბასი), დიმიტრი სტავრიანიდი (ფლეიტა), ანა ლომსარიძე-არტერი (ჰობოი), დავიდ გიულამირიან (კლარნეტი), ნიკოლაი პოღოსიანი (ფაგოტი), არმენ მაილიან (საყვირი), გიორგი ბერუაშვილი (ვალტორნა), კარაპეტ არუტიუნიანი (ტრომბონი) და არტურ ოვანესოვი (ფორტეპიანო)", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" კონსერვატორიის სტუდენტური შემოქმედების ხელმძღვანელმა მერი შეყილაძემ.
ანსამბლი " Convergense " 17 თებერვალს კონცერტს ერევნის კონსერვატორიაში გამართავს იმავე პროგრამით.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან შვეიცარიის საელჩო და ვანო სარაჯიშვილის სახელობის სხელმწიფო კონსერვატორია.