დღეს, 16 თებერვალს, 19:00 საათზე, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრში წარმოდგენილი იქნება პრემიერა სპექტაკლისა "წერილები ღმერთს". ცნობილი თანამედროვე მწერლის, ერიკ ემანუელ სმიტის პიესის "ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონის" მიხედვით სპექტაკლი რეჟისორმა მამუკა ტყემალაძემ დადგა.
სპექტაკლში ასახულია ლეიკემიით დაავადებული პატარა ბიჭის ამბავი, რომელიც წერილებს სწერს ღმერთს და საავადმყოფოში გატარებულ დღეებზე უყვება. ამ წერილებს, რომლებშიც ოსკარის ცხოვრების უკანასკნელი 12 დღეა აღწერილი, საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილების ექთანი ანუ ვარდისფერი უნიფორმით შემოსილი ქალბატონი აღმოაჩენს. პიესის სხვა პერსონაჟები სპექტაკლში ანიმაციის საშუალებით არიან წარმოდგენილი.
მონაწილეობენ მსახიობები: ნინელი ჭანკვეტაძე და კახა კინწურაშვილი. ანიმაცია - სტუდიო "ოპიო".