გასული წლის განმავლობაში ტერორისტული მიმართულებით დანაშაულის რაოდენობა ორჯერ შემცირდა. ეს განცხადება რუსეთის ნაციონალური ანტიტერორისტული კომიტეტის ხელმძღვანელმა, რუსეთის ფედერაციის ფედერალური უსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა გააკეთა.
მისი ინფორმაციით, ამ პერიოდის განმავლობაში სპეცსამსახურებმა 94 დანაშაული აღკვეთეს, რომელიც ტერორისტული მიმართულების იყო. 48 ბანდდაჯგუფების მეთაური და უკანონო შეიარაღებული ფორმირებების 297 წევრი მოკლეს.
ბორტნიკოვი აცხადებს, რომ გასულ წელს ტერორისტულ საქმიანობაზე უარი თქვა 49 ადამიანმა.
"დავაკავეთ 660 ბანდიტი, მათ შორის 13 რელიგიური-ექსტრემისტული იატაკქვეშეთის წევრი. სულ რუსეთში გასულ წელს ტერორისტული მიმართულების 365 დანაშაული მოხდა, 2010 წელს კი 779", _ აცხადებს ბორტნიკოვი.