ნიკოლას კეიჯმა დევიდ ლეტერმანის გადაცემაში, კომენტარი გააკეთა ჭორზე, რომლის მიხედვითაც ის უკვდავი ვამპირია. ეს ჭორები მას შემდეგ გავრცელდა, რაც eBay-ის ელექტრონული აუქციონის ერთმა მონაწილემ გასაყიდად გამოიტანა XIX საუკუნის ფოტო, სადაც აღბეჭდილია ადამიანი, რომელიც საოცრად ჰგავს მსახიობს. კეიჯის სიტყვებით, მსგავსება მართლაც შთამბეჭდავია,მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
ფოტო სამოქალაქო ომის დროს მცხოვრები ამერიკელების სურათების ალბომშია ნაპოვნი. "ყველა დანარჩენი ადამიანის სახელები დაადგინეს, მაგრამ არა ამ ადამიანის", - აღნიშნა გამყიდველმა და წამოაყენა ვერსია, რომ ნიკოლას კეიჯი უკვდავი ვამპირია, რომელიც 75 წელში ერთხელ იღვიძებს. მას შემდეგ, რაც მედიამ ფოტოზე საუბარი დაიწყო, ის აუქციონიდან გაქრა.