ირანმა ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ, ევროპის 6 ქვეყანაში ნავთობის ექსპორტი შეწყვიტა. ირანული მხარის გადაწყვეტილებით, ექსპორტი აღარ განხორციელდება ჰოლანდიაში, ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთში, საბერძნეთსა და პორტუგალიაში.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა ირანს სანქციები გასული თვის ბოლოს დაუწესა. სანქციების მიხედვით, იკრძალება ევროკავშირში ნედლი ირანული ნავთობის იმპორტი და გაიყინება ირანის ცენტრალური ბანკის ანგარიშები.