სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი არ გადადგება. ეს განცხადება რუსეთში სირიის ელჩმა რიად ხადდადმა გააკეთა.
"ამ ვარიანტს გამოვრიცხავ", _ განაცხადა მან მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე და დასძინა: "ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ლეგიტიმურად არჩეულია და მას ქვეყნის მოსახლების უმრავლესობამ მისცა ხმა".
ელჩი ასევე აცხადებს, რომ სირიის საზოგადოების ყველა ფენაში ასადს მხარს უჭერენ.
"უკმაყოფილოთა რაოდენობა რომელიც ასადის გადადგომას მოითხოვს ძალიან მცირეა, ვთქვათ - 100 ათასი და ეს 23 მილიონიდან. ასე რომ როგორც იტყვიან კომენტარების გარეშე", _ აცხადებს ელჩი.
შეგახსენებთ, რომ სირიაში ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის მიმდინარე დაპირისპირებაში, რომელიც უკვე 11 თვეა მიმდინარეობს გაეროს მონაცემებით უკვე გარდაცვლილია 5 ათას ადამიანზე მერი.