სირიაში კონსტიტუციის შესახებ რეფერენდუმი პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა 26 თებერვალს დანიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ სირიის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.
"პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა რეფერენდუმის ჩატარების თარიღად მიმდინარე თვის 26 რიცხვი მიუთითა. რეფერენდუმი სირიის არაბული რესპუბლიკის კონსტიტუციის პროექტს ეხება", _ იუწყება არაბული ტელევიზია.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის მარტიდან სირიაში საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. ანტისამთავრობო გამოსვლის მონაწილეები სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის გადადგომასა და ახალი დემოკრატიული კონსტიტუციის მიღებას მოითხოვენ. ამავე დროს მთელი ამ დროის განმავლობაში მიმდიანარე გამოსვლების დროს, გაეროს მონაცემებით უკვე დაღუპულია 5 ათას ადამიანზე მეტი.