ვლადიმერ პუტინის მომხრეები 23 თებერვალს სტადიონ "ლუჟნიკის" ტერიტორიაზე მიტინგს ჩაატარებენ. მოსკოვის მერიამ ამ აქციის ჩატარებაზე სანქცია უკვე გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მიტინგის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მათ მერიის წარმომადგენლებთან მიტინგის მარშრუტი და მასზე დამსწრე ადამიანების რაოდენობა უკვე შეათანხმეს.
შეთანხმების მიხედვით, მიტინგი ადგილობრივი დროით 11:30 საათზე დაიწყება და 14:30 საათზე დასრულდება. მიტინგის ორგანიზატორებს შეკრებაზე 100 ათასი ადამიანის გამოყვანის უფლება აქვთ.