მიმდინარე კვირას საქართველოს 10 სახელმწიფოს მაღალი დონის დელეგაცია ეწვევა.
როგორც დღეს გამართულ, ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, სტუმრები 14 იანვარს, ბათუმში დაგეგმილ ენერგეტიკულ სამიტში მიიღებენ მონაწილეობას.
კალანდაძის განმარტებით, 10 სახელმწიფოს უმაღლეს დელეგაციას შორის 5 - აზერბაიჯანის, პოლონეთის, ლიტვის, ლატვიისა და უკრაინის პრეზიდენტები იქნებიან, დანარჩენი ქვეყნები კი პრემიერების, ეკონიმიკისა და ენერგეტიკის მინისტრების დონეზე იქნებიან წარმოდგენილნი.
"პრაღის შემდეგ ეს არის პირველი დიდი ენერგეტიკული ფორუმი", - განაცხადა კალანდაძემ და აქვე განმარტა, რომ სამიტზე აშშ-ის დელეგაციას ევრაზიის ენერგეტიკის საკითხებში სახელმწიფო მდივნის სპეციალური წარმომადგენელი რიჩარდ მორნინგსტარი უხელმძღვანელებს.