რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა განაცხადა, რომ რუსული დრონი, რომელიც რუმინეთის ქალაქ გალატში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს შეეჯახა, სავარაუდოდ უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ იყო ჩამოგდებული, რის შემდეგაც ტრაექტორია შეიცვალა.
როგორც დანმა აღნიშნა, დრონი, რომელიც საცხოვრებელ სახლს დაეცა, სავარაუდოდ უკრაინის ქალაქ რენის თავზე მორტყეს, რის შემდეგაც ის გალატის მიმართულებით წავიდა.
„მაშინ როდესაც დრონები უკრაინის ტერიტორიაზე იყვნენ, ზოგიერთი მათგანი ჩამოაგდეს, ხოლო ერთს, სავარაუდოდ, ქალაქ რენის თავზე მოარტყეს, რომელმაც ტრაექტორია შეიცვალა და გალატისკენ გაფრინდა“, - განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ინციდენტზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.
დანმა ასევე აღნიშნა, რომ რუმინეთი მოკავშირეებთან ერთად გააგრძელებს მოლაპარაკებებს დრონების წინააღმდეგ თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად.