ოფიციალური თბილისი ახალგორში ქართული პასპორტით შესვლის შესაძლო აკრძალვას საფრთხის შემცველად არ მიიჩნევს.
"ეს მტკივლეული საკითხია, თუმცა სამართლებრივად არაფერს შეცვლის. არც საფრთხის შემცველი არ არის", - განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.
მისივე განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობა უკვე სათანადოდ ინფორმირებულია და ქართული მოსახლეობის იძულებით პასპორტიზაციას კატეგორიულად გმობს.
შეგახსენებთ, რომ ახალგორის რაიონში მიმოსვლა 20 იანვრიდან ქართული პასპორტით აიკრძალება.