"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ ნინო ბურჯანაძის განცხადებით, გაერო 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებულ მოვლენებს სპეციალურ ანგარიშს მიუძღვნის. როგორც ბურჯანაძემ "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოსა და დარბაზის შეხვედრაზე განაცხადა, მაისის მოვლენების დროს ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ქმედებებზე საქართველოში ვიზიტით მყოფმა გაეროს სპეციალურმა მომხსნებელმა მაინა კიაიმ გაკვირვება გამოთქვა.
"როდესაც შევხვდი და მივაწოდე ინფორმაცია მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, მან პირდაპირ აღნიშნა, რომ 26 მაისი აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული საერთაშორისო არენაზე და მასში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა დაინტერესებულმა მხარემ გამონაკლისის გარეშე. მან ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ იმ ინფორმაციების და იმ ფატქების მიხედვით, რომელიც არის დღეს მის ხელთ, აშკარაა არა მხოლოდ არაპროპორციული ძალის გამოყენება, არამედ ყოველივე ის, რაც ხდებოდა, იყო არა აქციის მონაწილეების დაშლა, არამედ მათი დასჯა და საზოგადოებაში შიშის დანერგვა", - განაცხადა ბურჯანაძემ.
ბურჯანაძის თქმით, მაინა კიაისთან შეხვედრა თავად კიაის დაჟინებული თხოვნით მოხდა.
"კიაიმ მოითხოვა, რომ შეხვედროდა ყველა ოპოზიციურ პარტიას და მათ შორის სახალხო კრებასაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასთან შეხვედრა გაგვიჭირდებოდა, რადგან ხელისუფლება უცხოელ სტუმრებთან შეხვედრის საშუალებას სახალხო კრებას არ აძლევს", - აღნიშნა ბურჯანაძემ.