რადიოსადგურ "ეხო მოსკვის" უცვლელი მთავარი რედაქტორი ალექსეი ვენედიქტოვი რადიოსადგურის დირექტორთა საბჭოს ტოვებს. მასთან ერთად თანამდებობას ტოვებს ასევე მისი მოადგილე ვლადიმერ ვარფოლომეევი. მიუხედავად ამისა, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცვლილებები რადიოსადგურის სარედაქციო პოლიტიკაში ჯერ ჯერობით არ იქნება.
რადიოსადგურ "ეხო მოსკვის" მაკონტროლებელმა აქციონერმა რადიოსადგურის დირექტორთა საბჭოსა და დამოუკიდებელი დირექტორების ალექსანდრე მაკოვსკისა და ევგენი იასინის ვადამდელი გადადგომა მოითხოვა.
"გაზპრომმედიამ " "ეხოს" დირექტორთა საბჭოს ვადამდელი გადაყენება და დამოუკიდებელი დირექტორების შეცვლა მოითხოვა", _ განუცხადა სააგენტო "ინტერფაქსს" რადიოსადგურის მთავარმა რედაქტორმა ალექსეი ვენედიქტოვმა. მისივე თქმით, ის და მისი პირველი მოადგილე ვლადიმერ ვარფოლომეევი თანამდებობას ტოვებენ.
იგი ასევე განმარტავს, რომ დირექტპრთა საბჭოში ცვლილებების განხორციელება არ ნიშნავს რადიოსადგურის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას, ვინაიდან სარედაქციო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი მთავარი რედაქტორია და არა დირექტორთა საბჭოს წარმომადგენელი. "კიდევ ერთხელ ვიმეორებ - მთავარი რედაქტორის გადაყენების საკითხი არ მდგარა", _ აცხადებს ვენედიქტოვი.
"მიგვაჩნია, რომ მათი გადაყენება დირექტორთა საბჭოდან უსამართლობაა", _ ნათქვამია "ეხო მოსკვის" კოლექტივის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თავად ვენედიქტოვი ამავე დროს აცხადებს, რომ "ეხო მოსკვის" დებულების თანახმად იგი კიდევ ორი წლის განმავლობაში იქნება მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე - ახალი რედაქტორის მორიგ არჩევმნებამდე.
"გაზპრომმედიასთან" გამართული მოლაპარაკებების შედეგად ცნობილი ხდება, რომ წლიური შეკრება, რომლის დროსაც დირექტორების ცვლილება მოხდება 29 მარტს. მასზე "ეხო მოსკვის" ჟურნალისტები დამოუკიდებელი დირექტორბის თანამდებობაზე მხარს დაუჭერენ ვადიმ სემიონოვის ("სვიაზინვესტის" გენდირექტორი) და ევგენი ტრუბინის ("ლენიზდატის" ყოფილი გენდირექტორი) კანდიდატურებს.
აღსანიშნავია, რომ რა გახდა "გაზპრომმედია"-ს ამ მოულოდნელი მოთხოვნის მიზეზი უცნობია: თავად ჰოლდინგში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ და ყველა დაინტერესებულ პირს მათდამი წერილობით მიმართვას სთხოვენ.
თავად "ეხო მოსკვის" ჟურნალისტების განცხადებით კი ისინი მთავარი აქციონერის ამგვარ საქციელს რუსეთის უმაღლესი პირების მიერ რადიოსადგურის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ასახელებენ. მათი განცხადებით, ჯერ კიდევ არასოდეს რუსეთის მედიასაშუალებებში სარედაქციო ცვლიელებები სხვა არაფერთან არ ყოფილა დაკავშირებული გარდა პოლიტიკისა.
ჟურნალისტი ლეონიდ პარფიონოვი აცხადებს, რომ მისი აზრით ყოველივე იმაში რაც ხდება პოლიტიკური სარჩული იკვეთება. "რუსულ მედიაში ხომ ცვლილებები პოლიტიკის გარდა სხვა არაფერთან არ არის დაკავშირებული", _ აცხადებს პარფიონოვი.
ამავე დროს, რუსეთის პრემიერ მინისტრის ვადიმერ პუტინის პრესსამსახურის უფროსი დიმიტრი პესკოვი "ეხო მოსკვის" ირგვლივ მიმდინარე ამბების კომენტირებისას აცხადებს, რომ "ალბათ ყოველივე ეს შიდაკორპორატიული საქმეებია".
"შეუძლებელია ეს რადიოსადგურის მიმართ პუტინის კრიტიკით იყოს გამოწვეული", _ დასძენს პესკოვი. სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინის პრესსამსახურის ხელმძღვანელს პრემიერის მიერ იანვცარში გაკეთებული განცხადება ჰქონდა მხედველობაში, რომლის დროსაც ვლადიმერ პუტინი მედიის ხელმძღვანელებს ხვდებოდა და სადაც მან ვენედიქტოვს განუცხადა, რომ მას სულაც არ სწყინს ის, რომ მის რადიოსადგურზე მას დილიდან საღამომდე ლაფსა და ტალახს ესვრიან.