საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური თქმით, საპატრიარქოც და საზოგადოებაც თურქეთთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე ინფორმირებული იყო.
"800 წელია ქართველ კაცს არ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ თურქეთში ტაძრებისთვის მიეხედა. ჩვენ ვიცოდოთ, რომ ყველაზე მეტყველი ძეგლები იყო თურქეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ჩვენ არ შეგვეძლო მათი პატრონობა. ჯერ კიდევ 30-40 წლის წინ ამ ქვეყანაში იყო წარწერები "მოქალაქე, ილაპარაკე სახელმწფო ენაზე", რაც იმას ნიშნავდა, რომ ეროვნული უმცირესობებისთვის აკრძალული იყო მშობლიურ ენაზე საუბარი და ასეთ მდგომარეობაში იყვნენ ქართველებიც. დღეს, ახალი ვითარებაა და ახალი ისტორია იწერება და საქართველო 2006 წლიდან თურქეთთან მოლაპარაკებები დაიწყო ქართული ტაძრების აღსადგენად", - აღნიშნა დეპუტატმა.
მისივე თქმით, საპატრიარქო ამ მოლაპარაკებების მიმდინარეობისას, ისევე როგორც საზოგადოება, ინფორმირებული იყო, თუმცა საქმე არა არაინფორმირებულობაში, არამედ საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებულ პრობლემაშია.
"აქ საქმე იმაზე კი არ არის, თუ რამდენად ინფორმირებულია, არამედ საქმე არის რაღაც პრინციპულ დაპირისპირებასა და საკითხის გადაწყვეტაზე. არაიმფორმირებულობა არაფერ შუაშია. იმის გამო, რომ მუდმივად ხდებოდა ამ პროცესის ბლოკირება, დღეს ხანძთის გუმბათის კოლაფსია. რომელი თქვენგანი აგებს პასუხს, რომ ხვალ იგივე ბედი გაიზიაროს სხვა ქართულმა ძეგლებმა - იშხანმა, ოთხთა ეკლესიამ? ნუთუ იმდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის პოლიტიკური ქულები, რომ ეს ძეგლები გაიმეტოთ?", - აცხადებს წიკლაური.