ფრაქცია "ერთობა სამართლიანობის" წევრის, პოლიტიკური პარტია "ქართული დასის" ლიდერის ჯინდი ბაღათურიას მტკიცებით, აჭარაში მეჩეთების მშენებლობას მედრესების მშენებლობაც მოჰყვება.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ბაღათურიამ ბათუმში აზიზიას მეჩეთის მშენებლობა გააპროტესტა.
"აზიზიას მეჩეთის ტაძრის მშენებლობა თურქეთის ბატონობის სიმბოლო იყო. დღეს რის სიმბოლოდ შენდება ის? - თურქებმა პოლიტიკურ-ეკონომიკური და იდეოლოგიური ექსპანსია განახორციელეს? თურქები აჭარაში ყველა ბიზნესს ფლობენ. აჭარაში მეჩეთებს მედრესები მოჰყვება", - მიმართა ბაღათურიამ უმრავლესობას.
მისივე თქმით, საქართველოში უკვე 150 მეჩეთია აშენებული და ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტ სააკაშვილს სრულიად უპასუხისმგებლო და კაპიტულანტურ პოზიცია აქვს დაკავებული.