"მარიონეტების თეატრში" 10 წელია პრემიერა არ ყოფილა. სპექტაკლი ბოლოს 2002 წელს დაიდგა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თეატრის მმართველმა, ნათელა წიკლაურმა განუცხადა, "თეატრში მხოლოდ ორი სპექტაკლი იმართება.
"თეატრში მხოლოდ ორი სპექტაკლი იმართება. ერთი "სტალინგრადის ბრძოლა", რომელიც 1998 წელს დაიდგა და მეორე 2002 წელს - "ჩემი გაზაფხულის შემოდგომა". ორივე სპექტაკლი რეზო გაბრიაძეს ეკუთვნის. მის გარდა თეატრში არავინ დგამს. შეიძლება ითქვას კიდეც, რომ ეს "მარიონეტების" ანუ რეზო გაბრიაძის თეატრია. აქ სხვა რეჟისორს არასდროს უმუშავია", - განაცხადა წიკლაურმა.
"მარიონეტების თეატრი" მხოლოდ პარასკევი, შაბათი და კვირა ფუნქციონირებს. თეატრში დასი 5 მსახიობისგან შედგება.
თეატრი 1980 წელს რევაზ გაბრიაძემ დაარსა და იმ დროიდან მოყოლებული ყველა სპექტაკლის ავტორიც თავად გახლავთ.