ჩეჩნეთისა და დაღესტნის ადმინისტრაციულ საზღვარზე მომხდარი საბრძოლო შეტაკების დროს დაუდგენელ დაჯგუფებასა და პოლიციელებს შორის სამი პოლიციელი დაიღუპა. გაიჭრა ექვსი პოლიციელი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"პოლიციელებმა ტყის მასივში დაუდგენელი ბანდდაჯგუფება აღმოაჩინეს და დაედევნენ. დაიწყო ბრძოლა, რომლის დროსაც სამი პოლიციელი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა", _ იუწყება რუსული მედია.
მათივე ინფორმაციით, ამჟამად რაიონში სადაც ბოროტმოქმედთა დევნა მიმდინარეობდა პოლიციის დამატებითი ძალებია გადასროლილი.