კრემლმა მომავალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით საპარლამენტო პარტიებთან წინასწარი კონსულტაციები დაიწყო. „იზვესტიის" ინფორმაციით, გასული კვირის ბოლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტში წარმოდგენილ პარტიებს საკადრო საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი წინადადებების წარდგენის თხოვნით მიმართა.
„სპრაველდივაია რასიას" წევრი დუმაში იზვესტიასთან საუბარში აცხადებს, რომ მას ნაკლებად სჯერა კრემლის მიერ პარტიათა წინადადებების გათვალისწინების.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ნაკლებად გვჯერა, რომ ჩვენს წინადადებებს გაითვალისწინებენ და ჩვენს წარდგენილ კანდიდატურებს მთავროობაში დანიშნავენ, თუმცა მინისტრების მოადგილებად სავარაუდოდ ისინი მოხვდებიან", - აცხადებს რუსეთის დუმის წევრი.
ფაქტი მიმდინარე კოსულტაციების შესახებ დაადასტურეს კომუნისტებმაც.