აშშ-ში უმსხვილესი ლატარეის „პაურბოლის" მფლობელებმა განაცხადეს, რომ გათამაშდა ჯეკ-პოტი, რომლის მოცულობას 336,4 მლნ. დოლარია. თუმცა ამ დროისათვისგამარჯვებულის ვინაობა უცნობია.
ბედნიერი ბილეთი შეძენილია ნიუპორტში, მაღაზია „სტოპ ენდ შოპში", 9 დოლარად.
გამარჯვებულს თანხის გატანა ერთი წლის განმავლობაში შეუძლოა და როგორც ლატარიის ორგანიზატორები აცხადებენ, გამარჯვებული ყოველგვარი გადასახადების გადახდისა და გარკვეული ვალდებულებების გასტუმრების შემდეგ 210 მლნ. დოლარის მფლობელი გახდება.
„ეს არის უმსხვილესი თანხა ლატარია „პაურბოლას" ისტორიაში. ვიმედოვნებთ, რომ გამარჯვებულის ვინაობასაც მალე გავიგებთ"- განაცხადა ლატარიის წარმომადგენელმა.