უამინდობა ევროპაში კვლავ გრძელდება. უკვე მეორე კვირაა რუმინეთი დიდთოვლობას ებრძვის. იქ უკვე 21 ადამიანია დაღუპული. იქ მოსახლეობის დასახმარებლად სამუშაოები არ წყდება.
მოსკოვში ტემპერატურამ -30 გრადუსს მიაღწია. ყივისგან თავის დასაცავად სოციალური მუშაკები უსახლკაროებს სპეციალურ თავშესაფრებს სთავაზობენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თებერვლის თვეში მოსკოვში ყინვის გამო 215 ადამიანი გარდაიცვალა.
ყინვევია ავსტრიაშიც. ვენაში მდინარე დუნაის ნავმისადგომია გაყინული.