მიხეილ გორბაჩოვი რადიოსადგურ "ეხო მოსკვისთან" საუბარში აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინისათვის ახალი ვადით პრეზიდენტობა არც თუ ისე ადვილი იქნება და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საზოგადოებაში მომწიფებული პროტესტის გამო პუტინს საკუთარი პოლიტიკის გაგრძელება გაუჭირდება.
მისი აზრით, პირველი რაც ქვეყანაში უნდა გაკეთდეს კონსტიტუციური რეფორმების გატარება უნდა იყოს.
მიხეილ გორბაჩოვი ასევე მიიჩნევს, რომ საპროტესტი აქციებს უშედეგოდ არ ჩაუვლია, ხოლო პუტინის მიერ არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენება "მცდარი ნაბიჯია".