14 თებერვალს, 18:00 საათზე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში თეიმურაზ რუხაძისა და ლევან გრძელიშვილის გამოფენა გაიხსნება.
გამოფენაზე თვითნასწავლი მხატვრების მიერ მაღალი ტენიკითა და პროფესიული სრულყოფილებით შესრულებული 200-მდე ფერწერული ტილო-პეიზაჟი, პორტრეტი, ნატურმორტი და კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი.
ექსპოზიცია თეიმურაზ რუხაძის გარდაცვალების წლისთავზე იხსნება და მის ხსოვნას ეძღვნება.
თეიმურაზ რუხაძე, პროფესიით ექიმი თერაპევტი, წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ექოსკოპიურ ცენტრს. მხატვრობის გარდა, მას იტაცებდა მთარგმნელობითი საქმიანობა. რუსულ ენაზე თარგმნა და გამოსცა გალაკტიონ ტაბიძის ლექსები, ქართულად - სერგეი ესენინი, შექსპირის სონეტები და სხვა.
ლევან გრძელაძეც თვითნასწავლი მხატვარია, პროფესიით ექიმი კარდეოლოგი.
გამოფენა ფოლკლორის ეროვნულ ცენტრში 23 თებერვლამდე გაგრძელდება.