19 თებერვალს, 18:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გაიმართება ევროვიზიის ეროვნული ფინალი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის საპროდიუსერო ჯგუფის გადაწყვეტილებით, მაყურებელი და ჟიური 9 მონაწილეს შორის საუკეთესოს შეარჩევს, რმელიც ბაქოში, ევროვიზიის კონკურსზე გაემგზავრება.
ფინალის მონაწილე 9 კონკურსანტია: NOVEMBER, VANILLA CAGE, MIRROR ILLUSION, REMA, INDUSTRIAL CITY, ანრი ჯოხაძე, ბორის ბედია, LEO JEE (ლევან ჯიბლაძე), ედვარდ ტატიანი.