უკრაინის ექს-პრემიერისთვის სამედიცინო დახმარებაზე წითელმა ჯვარმა უარი განაცხადა. იულია ტიმოშენკოს სამედიცინო შემოწმებას გერმანელი და კანადელი სპეციალისტები ჩაუტარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის მთავრობამ უცხოელი სპეციალისტების მიერ ტიმოშენკოსთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე თანხმობა ევროკავშირის ქვეყნების ელჩების მიერ გაზგავნილი მოთხოვნის შემდეგ განაცხადა. ცოტა ხნის წინ ევროპის ქვეყნების ელჩებმა შერთებული შტატების მონაწილეობით უკრაინის ექს-პრემიერის ჯანმრთელობის გაუარესების გამო სამედიცინო შემოწმება მოითხოვეს.