სირიაში სროლა გრძელდება. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში სამთავრობო ძალებთან შეტაკებას 30 ადამიანი ემსხვერპლა. კაიროს შეხვედრაზე არაბულმა ლიგამ გაეროს მიერ სირიაში სამშვიდობოების გაგზავნის იდეა წამოაყენა. მათ ისლამურ ქვეყნებს ასადის რეჟიმთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტისკენ მოუწოდეს.
კაიროს შეხვედრის შედეგები ოფიციალურმა დამასკომ არ მოიწონა და კრიზისიდან გამოსავლის გზად ახალი კონსტიტუციის პროექტი დაასახელა, რომელიც პრეზიდენტ ასადს უკვე წარუდგინეს. თუმცა, სირიის საკითხის განხილვა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე იგეგმება, რასაც რუსეთი ეწინააღმდეგება.
ასადს სისხლისღვრის შეწყვეტისკენ რომის პაპმაც მოუწოდა.