14 თებერვალს, 16:00 საათზე, გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში გაიხსნება პოეტ ბიეტა აბშილავას ნამუშევრების გამოფენა, სახელწოდებით "ქართველ მწერალთა ნაქარგი ხელნაწერები".
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის მოადგილემ, თეა თვალავაძემ განუცხადა, "გამოფენა ალექსანდრე ყაზბეგის გარდაცვალებიდან 120 წლისთავს ეძღვნება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 200 ნამუშევარი, მათ შორის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონ ტაბიძის, ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის, ვალერიან გაფრინდაშვილის, კოლაუ ნადირაძის, ტერენტი გრანელის, ლადო ასათიანის, მირზა გელოვანის, ირაკლი აბაშიძის, რევაზ ინანიშვილის, ანა კალანდაძის, იზა ორჯონიკიძის, ბესიკ ხარანაულის და სხვა ძველი თუ თანამედროვე მწერალთა ნაქარგი ხელნაწერები", - განაცხადა მან.
გამოფენა ლიტერატურის მუზეუმში 28 თებერვლამდე გაგრძელდება.