საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ს სენატორს ჯონმაკკეინს საქარველოს სახელმწიფო ჯილდო, საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი გადასცა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ჯონ მაკკეინმა მიატოვა საკუთარი საარჩევნო კამპანია და რამდენიმე დღით ჩამოვიდა საქართველოში აგვისტოს ომის დროს და იცავდა საქართველოს.
"ეს ბრძოლა თავისთავად მოითხოვდა განსაკუთრებულ გმირობას და გამბედაობას. ჩვენ ეს არასდროს არ უნდა დავივიწყოთ. ნამდვილი მეგობრები შეიცნობა გაჭირვების დროს. ეს არის ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება იცხოვრა გმირის ცხოვრებით. ეს არის ადამიანი, რომელმაც გმირობა ჩაიდინა საქართველოსთვის და გმირობა ჩაიდინა ამერიკისთვის", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ცნობისთვის, ეროვნული გმირის ორდენი არის საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, რომელიც საქართველოს ეროვნული გმირის წოდებასთან ერთად ენიჭება პირს საქართველოსთვის განსაკუთრებული, გამორჩეული გმირული ქმედებისათვის. დაწესდა 2004 წ. 24 ივნისს.
მინიჭებული აქვს აფხაზი სეპარატისტების მიერ დახვრეტილ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს ჟიული შარტავას (გ. 1993) და ცხინვალის რეგიონში გმირულად დაღუპულ ჯარისკაცს ზაზა დამენიას (გ. 2004), ორივეს სიკვდილის შემდეგ.