კრემლმა ინტერნეტზე ზეწოლა გააძლიერა. ამის შესახებ უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ. რუსული არასამთავრობო ორგანიზაცია "აგორას" წარმომადგენელთა განცხადებით, მხოლოდ 2011 წელს ქვეყანაში ინტერნეტზე ზეწოლის 500 ფაქტი დაფიქსირდა. მათ შორის 11 შემთხვევა ბლოგერების და ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებული მასალის მკაცრი ცენზურა იყო.
უფლებადამცველი ორგანიზაციები კიბერთავდასხმის 31 ფაქტზე ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ კრემლმა ინტერნეტზე ზეწოლა მთელი ქვეყნის მასშტაბით მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსახლეობამ 4 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების მასობრივი გაყალბების წინააღმდეგ ხმა აიმაღლა.