დიდი ბრიტანეთის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითც მსუქანი მგზავრები, თვითმფრინავით მგზავრობისას, ერთი ადგილის ღირებულების ნაცვლად, 2 ადგილის ღირებულებას გადაიხდიან და ეს დისკრიმინაციად არ ჩაითვლება.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, იურისტებმა ასეთი განცხადება მას შემდეგ გააკეთეს, რაც გაერთიანებული სამეფოს სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო და უარი უთხრა ორ ინვალიდს გადამზიდავისგან კომპენსაციის მოთხოვნის შესახებ, რადგან ისინი თანმხლები პირებისგან ცალკე დასხეს. სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მონრეალის კონვენცია, რომელიც იცავს უნარშეზღუდულთა უფლებებს, ბრიტანულ კანონმდებლომაზე მაღლა დგას.
"ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ ვერავინ ჩაერევა სალონში მგზავრების განაწილებაში, ასევე იმაშიც, რომ არავის ექნება უფლება პრეტენზია წაუყენოს გადამზიდავს "წყენის ან სტრესის" გამო. ეს ასევე ნიშნავს, რომ ავიაკომპანიებს უჩნდებათ იმუნიტეტი იმასთან მიმართებაში, რომ მის თანამშრომლებს აქვთ უფლება, მოსთხოვონ მსუქან მგზავრებს, გადაიხადონ მეტი", - განაცხადა იურისტმა დეილ ბარეტიმ სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას.