ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა სია პრეზიდენტ სააკაშვილს დღეს გადაეგზავნება. დღეს იწურება ვადა, რომლის მიხედვიდაც, შესაბამისმა საკონკურსო კომისიამ ცესკო-ს სამი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეთაგან, თითო ადგილზე სამ-სამი კანდიდატი შეარჩიოს და მათი ნუსხა ქვეყნის პირველ პირს გადაუგზავნოს.
სააკაშვილი კი, ორი დღის განმავლობაში თითო ვაკანტურ ადგილზე შერჩეული სამი კანდიდატიდან ორ-ორს გამოავლენს და მათ დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენს.
აღსანიშნავია, რომ ცესკო-ს წევრობის სამ კანდიდატს პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე აირჩევს, რომელიც მიმდინარე კვირას გაიმართება.
სხდომაზე ასევე დაგეგმილია საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა და მიღებაც, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 1 ივნისამდე უნდა ჩატარდეს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვაკანტური ადგილების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით საკონკურსო კომისიაში ამ დროისთვის 41 განაცხადია შესული.