ISAF-ის პრესამსახურის ხელმძღვანელმა კარსტენ დჟეკობსონმა დღეს ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოს ძალების მიერ განხორციელებული ოპერაციის დროს პროვინცია კასპისში ბავშვების დაღუპვა აღიარა.
პრესსამსახურის ხელმძღვანელის თქმით, "ბავშვების გარდაცვალება შესაძლოა კავშირში იყოს ამბოხებულების წინააღმდეგ მიმართულ ოპერაციასთან". ამასთან, მან აღნიშნა, რომ მას არ შეუძლია "დაადასტუროს ან უარყოს ნატოს მონაწილეობა მათ დაღუპვაში".
შეგახსენებთ, რომ რვა ბიჭი 14-იდან 18 წლამდე ასაკში დაიღუპა გასულ ოთხშაბათს ნატოს ავიაციის ბომბების ქვეშ. ავღანეთის სამთავრობო კომისიის მონაცემებით, რომელიც პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის მიერ ამ ინციდენტის გამოსაძიებლადაა შექმნილი, ბავშვები ნატოს ავიაციის იერიშში ორგზის მოჰყვნენ. მცირეწლოვანი მწყემსები, რომლებიც ფარას მწყემსავდნენ, გათბობას შეეცადნენ და ნავთის ლამპა აანთეს. ამ დროს მათზე იერიში ჰაერიდან მიიტანეს.