სირიამ კატეგორიულად უარყო არაბული სახელმწიფოების ლიგის რეზოლუცია, რომელიც სირიის ხელისუფლებას გაეროს გაერთიანებული სამშვიდობო კონტიგენტის შეყვანისკენ მოუწოდებდა, იმისათვის, რათა ქვეყანაში დასრულებულიყო კონფქლიქტი, რომელიც უკვე 11 თვის განმავლობაში გრძელდებოდა.
რეზოლუციაში, რომელიც კაიროში არაბული სახელმწიფოების ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე მიიღეს, ნათქვამია, რომ არაბული სახელმწიფოების ლიგა წყვეტს ყველა კონტაქტს სირიის ხელისუფლებასთან და პირიქით, გააძლიერებს კონტაქტს ამბოხებულებთან.
დამასკოს წარმომადგენელმა კი, რომელიც კაიროში მიმდინარე მოლაპარაკებებს ეცნობოდა, განაცხადა, რომ ახალი წინადადება იმ სახელმწიფოების "ისტერიას" ასახავს, რომლებმაც იგი მიიღეს.
არაბული სახელმწიფოების ლიგის მიერ მშვიდობიანი დარეგულირების გეგმა მაშინ მიიღეს, როდესაც გაეროს გენერალური ასამბლეა სირიაში არსებულ სიტუაციაზე მსჯელობას აპირებს.
გასულ კვირას რუსეთმა და ჩინეთმა სირიასთან დაკავშირებულ რეზოლუციას გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტო დაადეს.