თურქმენეთში ჩატარებული აღჩევმების შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, ქვეყნის მოქმედი ლიდერო გურბანგული ბერდიმუჰამედოვი ლიდერობს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
ადგილობრივი ცესკოს ინფორმაციით, გურბანგული ბერდიმუჰამედოვს ხმა ამომრჩეველთა 97,14 % მისცა. ამომრჩეველთა აქტიურობამ სულ 96 % შეადგინა.
"ასე რომ გურბანგული ბერდიმუჰამედოვი არჩეულია მეორე საპრეზიდენტო ვადით. სულ საპრეზიდენტო არჩევნებში რვა კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა მოქმედი პრეზიდენტი უდავო ფავორიტი იყო. მისმა მოწინააღმდგეეებმა 0.16 დან 1,7 % მდე დააგროვეს", _ წერს "გაზეტა რუ".
კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტს ამ ქვეყანაში 5 წლის ვადით ირჩევენ. ამომრჩეველთა სიაში 2 მილიონ 987 ათას 324 ადამიანი იყო.