კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც პრეზიდენტის მთავარი მრჩეველის სიცოცხლე ესმხვერპლა. სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო ფინანსთა მინისტრმა და ბორტზე მყოფმა კიდევ რამდენიმე პირმა.
კატასტროფის ადგილზე გარდაიცვალა მფრინავიც. ჯერჯერობით უცნობია ავარიის გამომწვევი მიზეზები და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა. ადგილობრივების თქმით, მათ მხოლოდ რამდენიმე მგზავრის გადარენა მოახერხეს, როცა შემთხვევის ადგილზე მივიდნენ.