აშშ-ს ხელისუფლება ლეგენდარული პოპ ვარსკვლავის უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალების ყველა გარემოებაზე მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გამოაცხადებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი "Fox News" -ი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით სწორედ ამ თხოვნით მიმართა სასამართლოს გამომძიებელს პოლიციამ. ექსპერტიზის შედეგები კი 6-8 კვირის შემდეგ გახდება ცნობილი.
ამასთან ერთად, გამომძიებელი ასევე ადასტურებს სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ მომღერალს ძალადობრივი გზით გარდაცვალების კვალი არ ემჩნევა. გამომძიებელი ასევე ადასტურებს, რომ უიტნი ჰიუსტონის ცხედარი ლოს-ანჟელესში მდებარე სასტუმრო "Beverly Hills Hilton" -ის სააბაზანო ოთახში აღმოაჩინეს. უიტნი ჰიუსტონი 48 წლის იყო.