ევროპაში უამიდობა გრძელდება. პოლონეთში ყინვისგან დაღუპული ადამიანების რიცხვი 99-მდე გაიზარდა. რთული ვითარებაა კოსოვოში, სადაც ზვავს 9 ადამიანი ემსხვერპლა. მაშველებმა მხოლოდ ერთი ბავშვის გადარჩენა შეძლეს. გოგონა 10 მეტრის სიღრმიდან ამოიყვანეს.
უამინდობა პრობლემებს უქმნის რუმინეთსაც, სადაც 36 სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია, 31 სოფელი კი ელექტროენეგრიის გარეშეა დარჩენილი.
უჩვეულო ყინვებია რუსეთშიც, სადაც წყლის რეზერვუარები და მილები გაიყინა.
მეტეოროლოგების განცხადებით უამინდობა თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება.