ირანი სპარსეთის ყურეში არა მხოლოდ წყალქვეშა ნავების დისლოცირებას ახდენს, არამედ კატერებსაც, რომლებზეც დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობები შესაძლოა თვითმკვლელებმა აამოქმედონ. ეს განცხადება აშშ სამხედრო-საზღვაო მე- 5 ფლოტის სარდალმა მარკ ფოკსმა გააკეთა. ფლოტი ბაჰრეინშია დაბანაკებული.
"ირანელები ზრდიან წყალქვეშა ნავების რაოდენობას და მათ ასევე გაზრდილი აქვთ უკვე მოიერიშე კატერების რაოდენობაც. ამასთან ერთად, ირანს საზღვაო ნაღმების დიდი მარაგი აქვს", _ აცხადებს ფოქსი და იმედს გამოთქვამს, რომ ირანელები ორმუზის სრუტის გადაკეტვას ვერ შეძლებენ.
"ჩვენ რომ არაფერს ვაკეთებდეთ, ისინი შეუზღუდავი უფლებებით ისარგებლებდნენ და სრუტეს ჩაკეტავდნენ. ვერც კი წარმომიდგენია, რომ ოდესმე შეიძლება ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ", _ აცხადებს ვიცე-ადმირალი.