2012 წელს რუსეთი რამდენიმე ახალ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს "ს-400" "ტრიუმფი" ქვეყნის ზღვისპირა და სასაზღვრო ზონაში განათავსებს. განცხადება ამის შესახებ რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე ზელინმა გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"მიმდინარე წელს შეიარაღებაზე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს "ს-400" ველით. ისინი შეიარაღებაზე იმ სამხედრო ნაწილებში გავა, რომლებიც არა მოსკოვილ ოლქებში, არამედ ზღვისპირეთსა და საზღვრისპირეტში არიან დაბანაკებულნი", _ განაცხადა ზელინმა თუმცა არ დააკონკრეტა თუ კონკრეტულად რომელ რაიონებში განთავსდება სარაკეტო კომპლექსები.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ხნის წინ, ბალტიის ფლოტის სარდალმა, ვიცე-ადმირალმა ვიქტორ ჩირკოვმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ კომპლექსი "ს-400" კალინინგრადის ოლქში განთავსდება.