დღეს „ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პრესსპიკერმა, მაია ფანიჯიკიძემ კომენტარი გააკეთა ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც, მისი თქმით, მასმედიამ არასწორად გააშუქა.
„ბიძინა ივანიშვილმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა თუ რომელ პარტიებთან, რა დოზით ითანამშრომლებს და ვისთან გამორიცხავს თანამშრომლობას. ბატონმა ბიძინამ გასულ ოთხშაბათს, ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ მას ეჭვი არ ეპარება ბურჯანაძის და კუკავას პოზიციაში. ისინი არიან ხელისუფლებასთან დაპირსპირებული ძალები და მათი მიზანიც არის ამ ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ იგი არ იზიარებს ამ მეთოდებს, რომელსაც ეს ორი პოლიტიკური სუბიექტი აპირებს. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა არის პროდასავლური და ის ვინც არ არის ამ მიმართულების მომხრე, მასთან პოლიტიკური თანამშრომლობა გამორიცხულია და შესაბამისად, ეს ორი პოლიტიკური სუბიექტი დარჩა ამ კოალიციის მიღმა,"-განაცხადა ფანჯიკიძემ.
ბირფინგზე ასევე საუბარი იყო ქუჩის აქციების თემაზე. მაია ფანჯიკიძემ ხაზგასმით აღვნიშნა, რომ ამ აქციების თემამ გაიჟღერა იმ კონტექსტში, თუკი ხელისუფლება ოქტომბერში ჩატარებული არჩევნების შედეგების გაყალბებას შეეცდება.
„ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ამომრჩეველი დაიცავს საკუთარ ხმებს და ჩვენი პოლიტიკური ძალა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ამომრჩეველთა ხმები მაქსიმალურად იქნეს დაცული,"-აღნიშნა ივანიშვინის პრესსპიკერმა.