ისრაელმა მკვდარი ზღვის გადარჩენის გადაწყვეტილება მიიღო და ბუნებრივი ბალანსის აღსადგენად 833 მლნ. შეკელს დახარჯავს. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული თანხის განკარგვა მომდევნო 5 წლის განმავლობაში მოხდება.
ტამარის რეგიონალური საბჭოს წარმომადგენლის დოვ ლიტვინოვის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება და მკვდარი ზღვის გადარჩენა მთავრობის მიერ მიღებული ისტორიული გადაწყვეტილებაა.