"ორკესტრთან და მომღერლებთან ერთად კახურ ოდაზე ვმუშაობ", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" კომპოზიტორმა მარიკა კვალიაშვილმა.
"რატომღაც, ამ ბოლო დროს ოდები დავწერე. არა ერთი ოდა მაქვს დაწერილი ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ და სადიდებლად. ამჯერად, კახეთს მივუძღვენი და ვნახოთ რა გამოვა. ახლა ორკესტრის და მომღერლების შერწყმა მაქვს. მე თვითონ ერთი სული მაქვს როდის მოვისმენ და როდის ავაწყობ ამ ყველაფერს ერთად. შესაძლოა, პრეზენტაცია ტელევიზიით მოეწყოს", - განაცხადა კვალიაშვილმა.
მარიკა კვაილიაშვილს 2009 წელს თბილლისის საპატიო მოქალაქე გახდა, 2010 წელს კი გაიხნსა მისი სახელობის ვარსკვლავი.
"მე ყოველთვის ვმუშაობ და ჩემ შემოქმედებას სულ ემატება ახალ-ახალი სიმღერები. თუ მექნება საშუალება იმისა, რომ კონცერტი შედგეს ან ვინმე თუ მოისურვებს ამას რა თქმა უნდა, გავმართავ", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" კვალიაშვილმა.