მასობრივი არეულობა საბერძნეთში გრძელდება. მასშტაბური აქციები ათენში მას შემდეგ დაიწყო რაც პარლამენტმა ევროკავშირთა საკრედიტო შეთანხმებას მხარი დაუჭირა.
პარლამენტის გადაწყვეტილება დედაქალაქის ქუჩებში გამოსულმა 80 ათასზე მეტმა ადამიანმა გააპროტესტა. მანიფესტაცია ტრადიციულად სამართალდამცავებთან შეტაკებაში გადაიზარდა და დემონსტრანტთა ნაწილმა მერიის შტურმით აღება სცადა. მოგვიანებით კი მანიფესტანტებმა სავაჭრო და მუნიციპალური შენობების დარბევა დაიწყეს. არეულობები ათენში ღამის განმავლობაში გრძელდებოდა, რის შემდეგაც 100-მდე ადამიანი დაშავდა, 23 აქტივისტი სამართალდამცავებმა დააპატიმრეს.
ევროკავშირთა საკრედიტო შეთანხმების საბიუჯეტო სახრსების მკვეთრად შემცირება მოხდება, რაც ხელფასების, პენსიების და სამუშაო ადგილების შემცირებას გამოიწვევს.