ნიგერში ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის ვაჟი საადი კადაფი დააკავეს. საადი კადაფი ლიბიაში მომხდარი აჯანყების შემდეგ ნიგერში ლტოლვილთა ბანაკს აფარებდა თავს. ლიბიის ამჟამინდელმა მთავრობამ მისი დაკავების ბრძანება მას შემდეგ გასცა რაც საადი კადაფიმ "ალ - არაბიასთან" საუბრისას განაცხადა, რომ ლიბიაში ხელახალი აჯანყება მზადდებოდა.
საადი კადაფი ლიბიაში ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა. ის ქვეყნის საფეხბურთო ფედერაციასაც ხელმძღვანელობდა. ის ინტერპოლის მიერ "წითელი ცირკულარით" სექტემბრის შემდეგ იძებნებოდა.