დათუნა სირბილაძე ახალ ალბომზე მუშაობს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მომღერალმა განუცხადა ალბომში 15 სიმღერა შევა.
"ალბომზე მუშაობას თითქმის უკვე ვასრულებ. მასში ყველა ახალი სიმღერა შევა. სახელი ჯერ არ მაქვს შერჩეული, თუმცა ვფიქრობ რომელიმე სიმღერის სახელი დავარქვა", - აღნიშნა სირბილაძემ.
პრეზენტაცია გაზაფხულის ბოლოს იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ მომღერლისთვის ეს უკვე მეორე ალბომია.